Saturday, December 14, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია.

დღეს პრეზენტაციები გვქონდა, არაჩვეულებრივი პროექტები ვნახეთ, ყველას დიდი წარმატებები და უღრმესი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს, ნინოს, მოთმინებისა და  ყურადღებისათვის! შევეცდები აუცილებლად განვახორციელო ნასწავლი!

Sunday, December 8, 2013

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან დატვირთული დღე იყო, მოვიფიქრეთ კვლევისათვის შეკითხვები, ავტვირთეთ ,,დრაივში'', ვისწავლეთ ბმულების მიბმა. დიდი მადლობა ნინოს! 

Sunday, December 1, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია.

საინტერესო იყო ერთმანეთის მხრიდან ჩვენი პრეზენტაციების შეფასება და კომენტარები, ბევრი გასათვალისწინებელი რჩევა მივიღე, გმადლობ ჯანსაღი კრიტიკისთვის, შევავსეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების სქემა და ვისწალეთ ბლოგზე სურათებისა და ვიდეოების ატვირთვა, უუუუუფ, ძალიან დატვირთული და მრავლისმომცველი დღე იყო!  გმადლობ, ნინო!

ხანძთა, შატბერდი, ოპიზა

ხანცთა
შტბერდი

ოპიზა

Saturday, November 30, 2013

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ყველაზე საინტერესო დღე იყო, გავეცანით საავტორო უფლებებს და შვქმენით მოსწავლის სავარაუდო ნიმუში. გმადლობ, ნინო! 

Sunday, November 24, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ შეფასების წინასწარ გაწერილ გეგმასა და პრეზენტაციაზე. უღრმესი მადლობა ნინოს ასეთი დიდი მოთმინებისათვის! :*

Saturday, November 23, 2013

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა საჭიროა შორეულ ეპოქებში დაწერილი ნაწარმოებების შესწავლა, მას შემდეგ ხომ ბევრი რამ შეიცვალა?

თემატური კითხვები
რა უნდა გავითვალისწინოთ შუა საუკუნეების მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას?
რა როლს ასრულებდნენ შუა საუკნეების საზოგადოებაში მონასტრები?
რა პოლიტიკური მდგომარეობაა მე–8 საუკუნის ქართლში?

შინაარსობრივი                             კითხვები
საქრთველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი რომელი ცნობებია დაცული ნაწარმოებში?
რა იცით ნერსე ერისთავის შესახებ?
რისი თქმა შეიძლება საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობის შესახებ?
თქვენი აზრით, რა მსგავსება და რა განსხვავებაა მარტვილთა და ბერ–მონაზონთა ღვაწლს შორის?
რა უმთვრესი ნიშნით განსაზღვრა გიორგი მერჩულემ ერთიანი საქართველოს იდეა?
რა სახე–სიმბოლო განმსჭვალავს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას’’?
რა არის გრიგოლ ხანძთელის უმთავრესი ისტორიული დამსახურება?



მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ ,,დრაივში'' დოკუმენტების ატვირთვა, ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმაზე, განვსაზღვრეთ ის მიზნები და შედეგები, რომელსაც უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა პროექტის დასრულების შემდეგ. დიდი მადლობა, ნინო! 

Sunday, November 17, 2013

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ბუკლეტზე ვმუშაობდით, შევარჩიე ჩემი  პროექტისთვის სტანდარტი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ძალიან ვისიამოვნე დიზაინზე მუშაობით, დრო მართლა შეუმჩნევლად გაიპარა, ვფიქრობ , სახლში კიდევ უფრო დავხვეწო ჩემი პუბლიკაცი.
გმადლობ, ნინო!

Saturday, November 16, 2013

პროექტის იდეა

გიორგი მერჩულე–  ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება''
                            

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანი პროექტებით სწავლების ზოგად პრინციპებსა და ძირითად მიზნებს;
 შევქმენით ახალი ბლოგი და სამუშაო პორტფოლიო;
ტრენინგის პირველმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.